კომპანიის შესახებ

„სს ოპპა“ (ადრე „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, 6500 - ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 270 - ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოს მასშტაბით გახსნილია რეგიონალური წარმომადგენლობები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მომსახურება.

„სს ოპპა“ თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ბრენდ PayBox-ის მფლობელია.

„სს ოპპა“ - ში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პარტნიორებს, როგორც ტექნიკის მიწოდება - მომსახურების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის, ინკასაციისა და სხვა ფინანსური სერვისების მიწოდებით, ასევე გამოვირჩევით მაღალი ხარისხით და სანდოობით.

წლების მანძილზე ჩამოყალიბებული იმიჯის საფუძველზე, ჩვენი კომპანია გახდა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი რეგიონში.

გარდა B2B მომსახურებისა, „სს ოპპა“ არის სწრაფი გადახდების წამყვანი ოპერატორი ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს გადახდების მიღებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ჯიხურების გარდა, კომპანია მომხმარებელს უზრუნველყოფს თანამედროვე ციფრული პროდუქტებით როგორც ვებ სივრცეში, ასევე მობილური აპლიკაციებით.